როგორ ჭრის და კერავს გერმანულ-ქართული კრიმინალთა ბანდა ავტომობილებს

როგორ ჭრის და კერავს გერმანულ-ქართული კრიმინალთა ბანდა ავტომობილებს

გერმანულმა ტელეკომპანია ZDF-მა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გამოავლინა კრიმინალთა გერმანულ-ქართული დაჯგუფება , რომელსაც გერმანიის ნაგავსაყრელიდან საქართველოში ავტომობილების ცხვირები არალეგალურად ჩამოაქვს - ეს არის ავტომობილების ”ჭრა-კერვის” პროცესი, რომლის შედეგადაც სიცოცხლისთვის საშიში მანქანები ”იკერება” და თითოეული მათგანი საქართველოში, ნორმალური მეორადი ავტომობილის რანგში და ჩვეულებრივი, ნახმარი მანქანის ფასად იყიდება. ZDF-ის სიუჟეტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, AUTO BILD-მა კი გერმანულ მედიაში გავრცელებული მასალები მოიძია.

პატიოსანი და კანონმორჩილი გერმანელები ტყუილად ფიქრობენ, რომ მათ მიერ ნაგავსაყრელზე უსასყიდლოდ ჩაბარებული ავტომობილები საბოლოოდ ნადგურდება, ქართველი მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი კი ცდება, როცა ფიქრობს, რომ გერმანიიდან ჩამოყვანილ, სანდო მეორად ავტომობილს ყიდულობს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ გერმანიაში ნაგავსაყრელზე დატოვებული მანქანებიდან ყოველი მეორე არალეგალური გზით სხვადასხვა ქვეყნებში მიდის. გერმანელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ წელიწადში დაახლოებით 1,4 მილიონი ჯართში ჩაბარებული ავტომობილი აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, არალეგალურად მიემართება.

იხილეთ სრული ტექსტი და ფოტომასალა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ