სპეცოპერაციის უცნობი დეტალები: მოხდა თუ არა სროლა აბულაძის დაკავებისას და რითი იყო შეიარაღებული საშიში დამნაშავე

სპეცოპერაციის უცნობი დეტალები: მოხდა თუ არა სროლა აბულაძის დაკავებისას და რითი იყო შეიარაღებული საშიში დამნაშავე

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. შსს-ს ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაციისას მან გაქცევა სცადა.

ბორჯომის რაიონ სოფელ არდაგანში მდებარე აბულაძეების ერთ-ერთ მიტოვებულ სახლს, რომელშიც აბულაძე იმალებოდა, ადგილობრივი ტელევიზიის, ტელკომპანია "ბორჯომის" მიერ გავრცელებულ კადრებში ტყვიის ნაკვალევი აღენიშნება.

დაგაინტერესებთ| სახლი, სადაც აბულაძე იმალებოდა

მართალია, შსს სპეცოპერაციის დეტალებზე იუწყება და პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაზე საუბრობს, თუმცა უწყებას სპეცოპერაციისას სროლის შესახებ არაფერი უთქვამს.

დაგაინტერესებთ| შალვა აბულაძის დაკავების ფოტო და ვიდეოკადრები

ვრცელდება კიდევ ერთი ფოტო, რომელიც უშუალოდ სპეცოპერაციისას, დაკავების მომენტს ასახავს. ფოტოზე აბულაძეს ტანსაცმელი დახეული აქვს. მთლიანობაში, იმ კადრების მიხედვით, რაც დაკავების შემდეგ გავრცელდა, შალვა აბულაძეს სხეულის დაზიანებები არ აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს.

დაგაინტერესებთ| შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციის პირველი კადრები

დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა. შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.

დაკავებული შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ფაქტზე.

თემის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ნახეთ თეგზე #შალვა აბულაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ