მამუკა ხაზარაძის ადვოკატის პირველი კომენტარი შალვა აბულაძის განცხადებებზე

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის პირველი კომენტარი შალვა აბულაძის განცხადებებზე

ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე პოლიციელების მკვლელობის გამო დაკავებულ შალვა აბულაძის ბრალდებას "აბსურდული ლოგიკის მქონე ადამიანის" განცხადებად აფასებს.

როგორც კორძაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მამუკა ხაზარაძეს შალვა აბულაძესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

"ისეთი აბსურდული ლოგიკის მქონე ადამიანის განცხადებებზე, რომელმაც ორი პოლიციელი მოკლა და ორი დაჭრა, რომელიც ნასამართლევია და ძებნის შედეგად იქნა დაკავებული და რომელიც ამ ყველაფრის მერე სასამართლოზე ამბობს, გარეთ არ გამიშვათ რადგან ხაზარაძის მეშენიაო, თითქოს ვინმე გარეთ მის გაშვებას უპირებდა, პასუხის გაცემა რთულია. ამ შემთხვევაში პასუხი შეიძლება იყოს ერთადერთი –ეს არის მამუკა ხაზარაძის მიმართ აგორებული უარყოფითი კამპანიის ნაწილი, მითუმეტეს, რომ მას აბულაძესთან შეხება არასდროს არ ჰქონია", - აღნიშნა კორძაძემ.

დღეს, სასამართლო პროცესზე შალვა აბულაძემ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე", - განაცხადა შალვა აბულაძემ. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში.

"ჩემი მეგობრები, ჩემი 19 წლის ფეხმძიმე საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ" , - განაცხადა შალვა აბულაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ