ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა დატოვეს

ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა დატოვეს

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა დატოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, მანამდე ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, რასაც სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა მხრიდან ტაში მოჰყვა.

მერაბიშვილისა და უგულავას მიერ სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ სხდომათა დარბაზიდან მათი ახლობლებიც გავიდნენ, რომლებიც პროცესს ესწრებოდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ