სასიყვარულო SMS-ები სხვის ცოლს და სასტიკი ცემით დასრულებული საქმის გარჩევა - კასპის მკვიდრი 4 პოლიციელს უპირისპირდება

სასიყვარულო SMS-ები სხვის ცოლს და სასტიკი ცემით დასრულებული საქმის გარჩევა - კასპის მკვიდრი 4 პოლიციელს უპირისპირდება

კასპის მკვიდრი ზურაბ ფეიქრიშვილი ადგილობრივ პოლიციელებს უპირისპირდება და მათ ძალადობაში ადანაშაულებს. ზვიად ფეიქრიშვილი "იმედის კვირას" დაუკავშირდა და მისი პრობლემებით დაინტერესება სთხოვა. ფეიქრიშვილი დეტალურად ყვება იმის შესახებ, რაც 4 აპრილს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკის სასაფლაოებთან მოხდა.

როგორც ზვიად ფეიქრიშვილი ყვება, 4 აპრილს სოფელ ზემო ხანდაკიდან კასპის პოლიციის 4 თანამშრომელმა საქმის გასარჩევად წაიყვანა. პოლიციელების დანიშნულების ადგილი დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრის მოშორებით, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა. ფეიქრიშვილი პოლიციელების ვინაობასაც ასახელებს.

"მანქანიდან გადმოვედი, მე უკან ვიჯექი მარჯვნივ. საჭესთან მიგრიაული, გვერდით ლევან ბაისონაშვილი. უკან კიდევ ორნი - ბარნოვი მურადი და ქასოშვილი ამირანი", - იხენებს ფეიქრიშვილი.

როგორც ზვიად ფეიქრიშვილი ყვება, სამართალდამცველი ლევან ბაისონაშვილი მის მეუღლესთან, მაია დალაქიშვილთან რომანის გაბმას ცდილობდა.

"მოვკლავ, მაგის სახელს რომ ვახსენებ, ლამისაა გავგიჟდე. ლოგიკა არ მყოფნის უბრალოდ, ისე ვარ გაავებული და გაგიჟებული... სხვა გზაც შეიძლებოდა გამომენახა, მაგრამ სხვა ბერკეტი არ დამიტოვეს, იქედან გამომდინარე, რომ ოჯახი მყავს,მეუღლე მყავს და შვილი მყავს და მას გვერდით მამა სჭირდება. სტუდენტია 20 წლის ბიჭია, იმასაც თავმოყვარეობა აქვს. როგორია გაიგოს, რომ თავის დედიკოს ვიღაც პატრულის თანამშრომელი სასიყვარულო სმს-ებს წერს...

არაკაცურად გამისწორდნენ, მხეცურად მომექცნენ, მათრიეს როგორც პატარა ლეკვი", - ემოციების გარეშე ვერ საუბრობს კამერასთან ზვიად ფეიქრიშვილი.

მაია დალაქიშვილი ამბობს, რომ ლევან ბაისონაშვილი ჯერ სოციალურ ქსელში უგზავნიდა წერილებს, შემდეგ კი სასიყვარულო ტექსტებს მობილურზე წერდა.

"ვუპასუხე, რომ მე ოჯახის ქალი ვიყავი და ჩემთან მიმოწერას აზრი არ ჰქონდა, რის შემდეგაც "ფეისბუქზე" დავბლოკე. ეს სმს იყო ტელეფონში შენახული, რომელიც ნახა ჩემმა მეუღლემ და მან ბაისონაშვილს შეიგინა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემს მეუღლეს ტელეფონზე მიხეილ მიგრიაულმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

ნაცემმა ფეიქრიშვილმა გაქცევა მოახერხა და თავი ზემო ხანდაკის მკვიდრის, კაკო ქვრივიშვილის სახლს შეაფარა.

"იმედის კვირამ" პოლიციელებისგან კომენტარის მიღება სცადა. მურად ბარნოვმა თავს გაქცევით უშველა. ორსაათიანი დევნის შემდეგ ინსპექტორ-გამომძიებლებმა ჟურნალისტი შსს-ს პრესსამსახურთან გადაამისამართეს.

4 აპრილის ინციდენტს გორის რაიონული პროკრატურა ცემის მუხლით იძიებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეში დევს ზვიად ფეიქრიშვილის სამედიცინო დასკვნა, სადაც არნიშნულია, რომ მას სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობა და ექსკორაციები აღენიშნებოდა. გამოძიებას აქვს ასევე ტანსაცმელი, რომელიც ზვიად ფეიქრიშვილს შემთხვევის დროს ეცვა და მისი მეუღლის მობილური ტელეფონიც, სადაც პოლიციელის სასიყვარულო ტექტსები ინახება. ზვიად ფეიქრიშვილმა გორის რაიონულ პროკურატურას 3 დღის წინ კვლავ მიმართა. ის თავის დაზარალებულად ცნობას ითოვს და არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან კანონდარღვევა შესაძლოა განმეორდეს. ფეიქრიშვილი 4-ვე პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებას და უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. გამოძიების დასრულებამდე პოლიციელები თანამდებობებს ინარჩუნებენ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ