კრიმინალური გარჩევები შალვა აბულაძესა და "ჭინტორას" შორის - რას იწერება პოლიციელების მკვლელობისთვის დაკავებული ციხიდან

კრიმინალური გარჩევები შალვა აბულაძესა და "ჭინტორას" შორის - რას იწერება პოლიციელების მკვლელობისთვის დაკავებული ციხიდან

პატიმრობაში მყოფი შალვა აბულაძე დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, მკვლელი თავისუფალია, თავად კი ციხეში მამუკა ხაზარაძის დაკვეთით ჩასვეს. მან ხაზარაძის მუქარის გამო 2014 წლის დეკემბერში ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

"საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე ქართულმა მხარემ აზერბაიჯანში გადასვლაზე დაუსაბუთებელი უარი განმიცხადა. მაქვს ეჭვი, რომ ჩემი დისკრიმინაციისა და სამუდამო დაძინების ყველა მცდელობა იმართებოდა და იმართება ხაზარაძის მხრიდან. გამოძიებას ვთხოვ, გამოიკვლიოს გლოკის სისტემის პისტოლეტის წარმომავლობა, დაიკითხოს ხაზარაძე და განმარტოს თუ რა გარიგებაშია ბორჯომის პოლიციასთან - ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, რატომ გაარემონტა "თი-ბი-სი" ბანკმა ბორჯომის პოლიციის შენობა", - აღნიშნულია წერილში, რომელიც შალვა აბულაძემ "იმედის კვირას" მისწერა.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აბულაძის ვერსიაში ლოგიკას ვერ ხედავს.

"ხაზარაძეს არავითარი შეხება აბულაძესთან არ აქვს. ეს არის მცდელობა აბულაძის საქმეში ხაზარაძის მხარედ ჩართვის. ამ საქმეში მხარე არის აბულაძე და მეორე მხარეს მოკლული პოლიციელები და საზოგადოება. ეს არის მცდელობა, რომ ის გადაიყვანონ თავდაცვით პოზიციაში, რაც ვერ გამოვა", - აცხადებს ზვიად კორძაძე.

პროკურატურა კი დანაშაულის სხვადასხვა მოტივებზე მუშაობს. ბორჯომში პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ერთ-ერთ ვერიად პროკურორი უკანონო იარაღს ასახელებს, რომელსაც აბულაძეს ჩხრეკის შემთხვევაში აღმოუჩენდნენ, თბილისში კი ძებნილის სტატუსს. პროკურორის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებების გარდა, აბულაძის ბრალეულობას შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დნმ-ც ადასრურებს.

"მასრაზე ამოვიდა შალვა აბულაძის დნმ, გენტიკური მასალა, ზურგჩანთა დარჩა კონკრეტულ ადგილზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ეს ზურგჩანთა ამოღებულ იქნა. მასზე ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნით, ამ ზურგჩანთაზე ისევე, როგორც მასში მოთავსებულ საგნებზე, ამოსული ბიოლოგიური მასალა ეკუთვის შალვა აბულაძეს", - აცხადებს პროკურორი დავით ნეფარიძე.

კონფიდენციალური წყარო მომხდარს მრავალჯერ ნასამართლევ რეზო ნამგალაძეს, მეტსახელად ჭინტორას და შალვა აბულაძეს შორის კრიმინალური გრჩევას უკავშირებს. ციხიდან გამოსული ჭინტორა, რომლის შვილის ნათლიაც შალვა აბულაძეა, მიდის აბულაძის სახლთან და ემუქრება. რის შემდეგაც ჭინტორას სახლს ცხრილავენ. სახლის დაცხრილვაზე ბორჯომის პოლიციაში საჩივარი ჭინტორას დას შეაქვს. თუმცა იქ დავარაუდო დამნაშე დასახელებული არ არის. ამ ვერსიის მიხედვით, აბულაძემ ივარაუდა, რომ პოლიციელებმა დაცხრილვის ფაქტზე გააჩერეს.

შეგახსენებთ, შალვა აბულაძე 2006 წელს მკვლელობის მცდელობისთვის, იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს. 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასჯელი 8 წალამდე შეუმცირეს. მიუხედავად იმისა,რომ ვადის მოხდამდე 8 თვე ჰქონდა დარჩენილი, უდო-ს კომისიამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

ორი კვირის წინ აბულაძე ბორჯომში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას პოლიციელების მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედება ბრალად. აღნიშნული მუხლები სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ