საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადიციაზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადიციაზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის, ქალაქ პატრას სასამართლოს გადაწყვეტილება და ქართულ მხარეს უარი უთხრა დათა ახალაიას ექსტრადიციაზე. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დათა ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა.

"საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ თავის მხრივ დამატებით განმარტა - გადაწყვეტილების საფუძველი არის ის, რომ საქართველოში დათა ახალაიას პოლიტიკური დევნა და ასევე უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება.

ქართულმა მხარემ კოლოსალური თანხა გადაიხადა, რათა ადვოკატი დაექირავებინა, ჩართული იყო საელჩო და დიდი კავშირები, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ