ბესო ხარძინის პირველი მეუღლის განცხადებით, 5 ათასი დოლარის ვალის გამო 4 წელი პატიმრობაში იყო

ბესო ხარძინის პირველი მეუღლის განცხადებით, 5 ათასი დოლარის ვალის გამო 4 წელი პატიმრობაში იყო

ბესო ხარძინის პირველი მეუღლის, ინგა ბაბუაძის განცხადებით, 2003 წელს 5 ათასი დოლარის ვალის გამო დაპატიმრებული იყო. ამის შესახებ ინგა ბაბუაძემ გადაცემაში "პირველი სტუდია" განაცხადა. მან დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული.

"მე მქონდა ვალი 5 ათასი დოლარი. ისე მოხდა, რომ დრო მჭირდებოდა მის დასაფარად. მქონდა სესხის ხელშეკრულება და დრო რომ გადაცილდა, დამიჭირეს ზოგზოგიერთების დავალებით", - განაცხადა ინგა ბაბუაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თავს შეიკავებს დეტალებისგან, სანამ არ დააამტკიცებს ვისი დავალებით დაიჭირეს და ვინ იყო მოწმე. "მე ვიყავი 4 წელი დაკავებული და ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ შემიწყალა, როდესაც იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი", - განაცხადა ინგა ბაბუაძემ.

რაც შეეხება ბესო ხარძიანის ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ინგა ბაბუაძემ აღნიშნა, რომ პირადად არავისი ქონება არ სჭირდება, შვილებს ისედაც ეკუთვნით. "საბძოლველი არაფერი არ არის, კანონით ისედაც ეკუთვნით შვილებს", -აღნიშნა მან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ