მიხეილ ხარძიანი: იძულებული გამხადეს, ყველაფერი საჯაროდ მეთქვა

მიხეილ ხარძიანი: იძულებული გამხადეს, ყველაფერი საჯაროდ მეთქვა

მოკლული ბესო ხარძიანის შვილმა პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანმა რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს მძიმე ბრალდება წაუყენა: "პირადად მე მიმაჩნია, რომ მისი (ბესო ხარძიანის) მკვლელობა ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა". მან ბიძასა და მამიდას სიმართლის თქმისკენ მოუწოდა. მიხეილ ხარძიანისვე ინფორმაციით, ნონიკაშვილმა მამამისი თავის დროზე ქონების მითვისების მიზნით დააჭერინა. "კვირის პალიტრა" მიხეილ ხარძიანს დაუკავშირდა.

- რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობა ეკა ნონიკაშვილმა ქონების მითვისებისთვის დაგეგმა?

- ეჭვი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ეს ოჯახის წევრებმა მითხრეს. ბებიისა და მამიდის საუბარს შევესწარი, მათ მითხრეს, რომ მე და ჩემს დას მოგვკლავს და ქონება ეკა ნონიკაშვილს დარჩება. ბებია და მამიდა ამას რომ გეტყვიან, ეჭვი როგორ არ უნდა გამჩენოდა?! ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემთვის საკმაოდ ძნელი იყო, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს, ასე ვთქვათ, იძულებული გამხადეს, ყველაფერი საჯაროდ მეთქვა.

- ბესო ხარძიანის მკვლელობის შემდეგ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ხელს გია უდესიანს ადებდნენ. გარდაცვალებამდე თავად ბესო ხარძიანიც არაერთხელ ასახელებდა მის გვარს და მასთან სასამართლო დავაც ჰქონდა. თქვენ რის საფუძველზე ამბობთ, რომ გია უდესიანი უდანაშაულოა?

- გია უდესიანზე ამას მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ ოჯახმა ბესოს მეგობრები, საზოგადოება, სასულიერო პირები და საერთოდ, ყველა მოატყუა. პირადად მე ბრალს არავის ვდებ, უბრალოდ, ეჭვი გამიჩნდა, ისიც თვითონ ოჯახის წევრების საუბრის შემდეგ. ბესო და გია უდესიანი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, ერთმანეთს პატივსაც სცემდნენ, როგორც ძმადნაფიცები და ბიზნესპარტნიორები...

- თავად ბესო ხარძიანი თავის დაკავებას და ბიზნესის წართმევას გია უდესიანს უკავშირებდა.

- ბესოს ოჯახმა შეატყობინა, თითქოს მათზე ზეწოლას ახდენდნენ, იარაღის ქვეშ ცხოვრობდნენ და თუ ბესო ქონებას გია უდესიანს არ გადაუფორმებდა, ყველას ამოხოცავდნენ. ბესოც კი მოატყუეს და ორმაგი თამაში ითამაშეს. როგორც ვიცი, როცა ციხეში ბესოს ჯალათები სცემდნენ, უდესიანის გვარს სპეციალურად ახსენებდნენ და ფსიქოტროპულ წამლებს ასმევდნენ. მამაჩემს ტვინი ყველა მხრიდან აურიეს.

- და თქვენი აზრით, ვისი დახმარებით ჰქონდა ეკა ნონიკაშვილს იმხელა გავლენა, რომ ჯალათებისთვის მამათქვენის ცემა გია უდესიანის სახელით ებრძანებინა?

- არ ვიცი, ვინ ჰყავდა და როგორ... ბრალს არ ვდებ, მაგრამ ეჭვი მაქვს. ცილისწამება დაიწყეს, თითქოს ბესო გია უდესიანმა დააჭერინა, არადა, მტკიცებულებების გარეშე ბრალდებების წაყენება დიდი ცოდვაა. რატომ აიძულა ეკა ნონიკაშვილმა ბესო, ქონება უდესიანისთვის გადაეფორმებინა, ეს ოჯახმა კარგად იცის და მეც მაინტერესებს, ამიტომ მოვუწოდებ, გამოვიდნენ და სიმართლე თქვან.

იხილეთ გაგრძელება

სოფელ ყარაჯალართან დამწვარ მანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

ჯგუფურად ქირაობდნენ მანქანებს, ხსნიდნენ კატალიზატორებს და ავტოსახელოსნოებში აბარებდნენ - ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს