ზესტაფონის პოლიციის ეზოში გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს

ზესტაფონის პოლიციის ეზოში გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს

ზესტაფონის პოლიციის ეზოში შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დღის პირველ ნახევარში, ზესტაფონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს ავტომობილი ისე ჰყავდა გაჩერებული, რომ მოძრაობას აფერხებდა და საცობს ქმნიდა. სამართალდამცავებმა მას საბუთები მოსთხოვეს, რაზეც მძღოლმა უპასუხა, რომ საბუთები არ ჰქონდა. 65 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც თან მეუღლე ახლდა, გადასამოწმებლად ზესტაფონის პოლიციაში წაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციის ეზოში სამართალდამცავებს ელოდებოდა, რათა ბაზაში მისი იდენტიფიცირება მომხდარიყო, თუმცა იგი პოლიციის ეზოში გარდაიცვალა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. წინასწარი ვარაუდით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ