"კიდევ ორი მამაკაცია დაჭრილი" - შუახევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"კიდევ ორი მამაკაცია დაჭრილი" - შუახევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

შუახევში ერთი მამაკაცი მოკლეს, ხოლო ორი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, სოსლან ზოიძემ განუცხადა, თბილისიდან შუახევში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა სამი ადამიანი დაჭრა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. ზოიძის თქმით, დაჭრილი ახალგაზრდა მეგობრების დახმარებით საავადმყოფოში თავისი ფეხით შევიდა, თუმცა, ექიმის არ არსებობის გამო დახმარება დროულად ვერ მოხერხდა და სისხლისგან დაიცალა.

"თბილისიდან სტუმრად იყო ჩამოსული ბიჭი. მოხდა შეკამათება და სტუმარმა დაჭრა სამი ახალგაზრდა. ერთი მუცელში იყო დაჭრილი, საკუთარი ფეხით შევიდა საავადმყოფოში, თუმცა, ექიმები არ იყვნენ საავადმყოფოში. ვერ აღმოუჩინეს მკურნალობა და გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი", - აღნიშნა სოსლან ზოიძემ.

მისივე განმარტებით, შუახევის საავადმყოფოში გასულ კვირას სტაციონარული მკურნალობა გაუქმდა. სოსლან ზოიძის თქმით, ამ წუთებში ადგილობრივებს ცენტრალური მაგისტრალის შუახევი-ბათუმის მონაკვეთი პროტესტის ნიშნად გადაკეტილი აქვთ. "მოსახლეობა საავადმყოფოში სტაციონარული მკურნალობის გაუქმების გამო ახალგაზრდის გარდაცვალებას აპროტესტებს", - აღნიშნა სოსლან ზოიძემ.

შუახევში დაჭრილი ორი მამაკაცი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ