დღეს უნდა გახდეს ცნობილი, შეეცვლება თუ არა გიგი უგულავას პატიმრობა

დღეს უნდა გახდეს ცნობილი, შეეცვლება თუ არა გიგი უგულავას პატიმრობა

შეეცვლება თუ არა გიგი უგულავას 7 ნოემბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში უგულავას, სააკაშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15:00 საათზე განახლდება.

წინა პროცესზე, სხვადასხვა შუამდგომლობებთან ერთად, ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობის შემდეგ მხარეებს პოლემიკა არ ჰქონდათ დასრულებული, თუმცა მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა პროცესი დღეისთვის გადადო. მხარეების პოზიციების დაფიქსირების შემდეგ, მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, გაუქმდება თუ არა უგულავასთვის შეფარდებული პატიმრობა.

ამასთან, წინა პროცესზე პოლემიკის დროს, მოსამართლემ მხარეთა მოსმენის შემდეგ, მცირე რეპლიკა გააკეთა. "შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ვადის გაგრძელების გამო...", - აღნიშნა მოსამართლემ, რომელსაც ფრაზა არ დაუსრულებია. თუმცა, ადვოკატების ვარაუდით, მოსამართლე გულისხმობდა იმას, რომ გიგი უგულავას ახალი ბრალი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების მიზნით წარედგინა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ