გიორგი ჭანტურია სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

გიორგი ჭანტურია სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული შვიდი ადამიანის საქმე განიხილა. მოსამართლემ გიორგი ჭანტურია და "თავისუფალი ზონის" ფოტოგრაფი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა. 5 ბრალდებულს კი ადმინისტრაციული წესით 100-100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ჭანტურიას და სხვა პირების დაკევება იმ მიზეზით მოხდა, რომ ჭანტურიამ ერთ-ერთ მამაკაცს, რომელსაც ე.წ. გეორგიევკის ლენტი ეკეთა, ჩამოხსნა.

"ძალიან მშვიდ ვითარებაში, გიორგი ჭანტურიამ ერთ-ერთ მამაკაცს "გეორგიევკის ლენტი" ჩამოხსნა. სამართალდამცველებმა რატომღაც ჩათვალ

ეს, რომ ეს ქმედება იყო კანონდარღვევა და ის დააკავეს", - განუცხადა ჟურნალისტებს "პატრიოტთა ლეგიონის" წარმომადგენელმა ბესო გაზდელიანმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ