"ორხეველი მანიაკი" - ქართველი კანიბალის შემზარავი ისტორია

"ორხეველი მანიაკი" - ქართველი კანიბალის შემზარავი ისტორია

"ვიცოდი, რომ მანიაკური თვისებები ჰქონდა. მართალია, მარჯვენა ხელზე თითები არა აქვს, მაგრამ ჩემი თვალით მინახავს, სწორედ იმ ხელით დანას როგორ ხმარობდა..."

ამბავი არც აფრიკის ტომში მომხდარა­ და არც ლენინგრადის ბლოკადის ისტორი­ის ნაწილია, სადაც კანიბალიზმის არაერთი ფაქტი გამოვლენილა. შემთხვევა საქა­რთ­ველოს რეალობაა და თავისი შინა­არსით - უპრეცედენტოც. 43 წლის მიხეილ აზალაძეს სამართალდამცველებმა თავად შეარქვეს ორხეველი მანიაკი და სასამართლომ მისი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი ვერდიქ­ტიც - სამუდამო პატიმრობა გამოიტანა.

გორელ ვაშლის გამყიდველს ბრალად არაერთი სასტიკი მკვლელობა, ცხედრების დანაწევრება და ქალების გაუპატიურება ედებოდა. პირველი მკვლელობა აზალაძეს ფიზიკური ნაკლის გამო ვერ დაუმტკიცდა­ (მას მარჯვენა ხელზე თითები არ ჰქონდა. ქარხანაში მუშაობისას დაზგაში ხელი ჩაჰყოლია) და როცა სასამართლოს წინაშე წარდგა, მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.

მიხეილ აზალაძემ 2004 წლის მარტში სოციალური მუშაკი გია ბრიტულიჩი გამო­ასალმა სიცოცხლეს. ბრიტულიჩის ცხედარი მკვლელის სახლში, თბილისში, ჩანტლაძის #1-ში (ორხევის დასახლება) აღმოაჩინეს­. არსებული ინფორმაციით, ის მსხვერპლს ჯერ არყით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. გვამს თავდ­აპირველად სახლში ინახავდა და ჩადენილი მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად აცნობა მას შემდეგ, რაც გვამის სუნმა შეაწუხა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აზალაძეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს - აზალაძე მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, მარჯვენა­ ხელზე თითები არა აქვსო. ადვოკატის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდა. დასკვნაში ეწერა, რომ ის დანას ხელში ვერ დაიჭერდა. საბოლოოდ სასამა­რთლომ დაცვის პოზიცია გაიზიარა და აზალაძე გაამართლა, მაგრამ ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.

ციხიდან გათავისუფლებულმა აზალაძემ­ ნავთლუღის ბაზარში ვაშლით ვაჭრობა დაიწყო. პოლიციის ცნობით, 2008 წლის 25 მარტის საღამოს ის მეგობრის შვილს, 27 წლის ვასიკო მეცხვარიშვილს შეხვდა, შინ მიიპატ­იჟა და არყით გაუმასპინძლდა. შემდგომში,­ საქმის მასალებით გაირკვა, რომ მათ შორის წარსულში არსებობდა­ კონფლიქტი, რომელიც იმ შეხვედრის დროს გაიხსენეს... აზალაძემ მეცხვარიშვი­ლი სასტიკი წამებით მოკლა. დანაშაულ­ის დაფარვის მიზნით, თავი და მკლავები მოაჭრა, სხეულის ნაწილები ე.წ. დუბაის პარკში ჩადო და კორპუსთან ახლოს, ნაგვ­ის ურნაში ჩაყარა,­ ტანი კი დილაადრიანად ეზოში ჩაიტანა, ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. შინ დაბრუნებულმა იქაურობა მოაწესრიგა­ და მშვიდად დაიძინა.

მოკლულის სხეულ­ის ნაწილები ისანი-სამგორის რაიონის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის გადასაზიდი მანქანის დაცლის დროს ნახეს.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ