პედოფილმა ბოტანიკურ ბაღში სამი არასრულწლოვანი გააუპატიურა - გაუხმაურებელი სკანდალური საქმე

პედოფილმა ბოტანიკურ ბაღში სამი არასრულწლოვანი გააუპატიურა - გაუხმაურებელი სკანდალური საქმე

"თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სკოლის ექვსი მოსწავლე სექსუალური მანიაკის მსხვერპლი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

სტატიის თანახმად, არასრულწლოვანი სამი გოგონა და 3 ვაჟი დღემდე ფსიქოლოგების ზედამხედველობის ქვეშ არიან და პერიოდულად რეაბილიტაციის კურსებს გადიან. ხოლო დანაშაული, რომელიც თბილისში მოხდა, მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

როგორც "პრაიმტაიმსის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებიდან ირკვევა,  27 წლის პედოფილის მიერ დანაშაული განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით არის ჩადენილი.

სექსუალური მანიაკი დანაშაულის ჩადენიდან 3 თვის შემდეგ პოლიციამ ფოტორობოტის მეშვეობით დააკავა. მისი ამოცნობა დაზარალებულმა ბავშვებმა გარეგნული ნიშნებით შეძლეს. კერძოდ, ტატუთი, რომელიც მოძალადეს მარჯვენა ხელის მთელ სიგრძეზე აქვს გაკეთებული და არასტანდარტული კბილების განლაგებით. სექსუალური მანიაკი 2012 წლის ნოემბერში საკუთარ სახლში დააკავეს. როგორც ირკვევა, მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ირკვევა, რომ 27 წლის ლ. ა. ხშირად დადიოდა ჯართის შესაგროვებლად თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც დანაშაული ჩაიდინა.

გამოძიების ინფორმაციით, 27 წლის ლ. ა.- მ დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც ჯართის შესაგროვებლად ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ბავშვები შენიშნა, რომლებიც ამავე ტერიტორიაზე ბაღში სასეირნოდ იმყოფებოდნენ. კერძოდ, მეექვსეკლასელი სამი გოგონა და სამი ბიჭი. ისინი თანაკლასელები არიან. დანაშაულის ჩადენამდე 27 წლის ლ.ა. მოზარდებს, როგორც ტყის მცველი, თამაზი, ისე გაეცნო. ხელში ეჭირა დიდი ზომის ჯოხი. უცნობმა მამაკაცმა არასრულწლოვნებს შეშინების მიზნით უთხრა, რომ ის მანიაკი იყო და ბავშვებს ხოცავდა. ამის შემდეგ ექვსივე მათგანს ტელეფონები გაათიშვინა და მოსთხოვა, მის მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ. ბიჭები ცალკე დაყენა, გოგონებისგან მოშორებით, ზურგით.

აქტის დასრულების შემდეგ 27 წლის პედოფილმა ბავშებს მოსთხოვა, ამბავი არ გაეხმაურებინათ და ამის სანაცვლოდ მათ არ მოკლავდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, მომხდარი ძალადობრივი აქტის შემდეგ ექვსივე არასრულწლოვანი აღელვებული ბრუნდება ავტობუსით სკოლის ტერიტორიაზე, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას, ეკლესიაში წავიდნენ და მომხდარის შესახებ მოძღვარს უამბონ. ამის შემდეგ მომხდარ ფაქტს დაზარალებულთა მშობლები და პოლიცია იგებენ. შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ