რა გახდა 23 წლის გვანცა კილაძის მკვლელობის მოტივი - მეზობლები და ნაცნობები ტრაგედიის დეტალებზე

რა გახდა 23 წლის გვანცა კილაძის მკვლელობის მოტივი - მეზობლები და ნაცნობები ტრაგედიის დეტალებზე

23 წლის გვანცა კილაძეს დანით ყელისა და გულმკერდის არეში 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. გოგონა დღეს დილით მოკლული იპოვეს რუსთვის მეგობრობის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სახლში, რომელიც მკვლელობის სავარუდო ჩამდენმა პირმა 2 თვის წინ იქირიავა. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი ამ ბინაში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს არ იცნობდნენ და გუშინ ღამით ხმამაღალი საუბარი ან  კამათი ამ ბინიდან არ გაუგონიათ. გარდაცვლილი გოგონას ცხედარი მისმა მეგობარმა დაახლოებით, 21 საათზე იპოვა და ამის შემდეგ მომხდარის შესახებ მეზობლებისა და პოლიციისთვის გახდა ცნობილი.

რაც შეეხება თავად მკვლელობის ჩამდენ სავარაუდო პირს, ის პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან სამ კილომეტრში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. არაოფიციალური ვერსიით, მან მკვლელობის შემდეგ დანით მიიყენა თვითდაზიანებები და სახლიდან გავიდა.

მკვლელობის სავარაუდო ჩამდენის მეზობელი:

- უბრალოდ მუსიკების ხმა ისმოდა და კარი ოდნავ ღია იყო, მერე მეგობარი გოგონა მოვიდა და იმან იკივლა და იწივლა, სხვა არაფერი ვიცით. ეს გოგონა მასთან ადრე არადროს გვინახავს. იშვიათად მოდიოდა მასთან ვინმე, თვითონ ეს ყმაწვილი იყო მარტო აქ.

- კივილი შემოგვესმა, გამოვედით და გოგონა იყო ჩაკეცილი მაღლა, მეოთხე სართულზე. ყვიროდა დაქალი მომიკლესო. რომ ვკითხეთ ვინაობა, გვანცა კილაძე ჩემი დაქალი იყოო, გვითხრა.

რა იყო ამ საზარელი დანაშაულის მოტივი, ამის შესახებ გამოძიება ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს. მაგრამ გვანცა კილაძის ახლობელმა "იმედის კვირას" პირად საუბარში უთხრა, რომ ახალგზარდა მამაკაცს, რომელიც მკვლელობის სავარაუდო ჩამდენ პირად მოიაზრება, 23 წლის გვანცა კილაძე უყვარდა, მაგრამ გოგონას მის მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა.

გვანცა კილაძის მეზობელი:

გვანცა ძალიან კარგი ადამიანი და კარგი ოჯახის შვილი იყო, რა მოხდა ნამდვილად ვერ გეტყვით. დღეს დილით ტელევიზიით გავიგეთ, რომ ვიღაც გვანცა მოკლეს, იმასაც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ჩვენი მეზობელი იქნებოდა.

მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამჟამად რუსთავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც გვიან ღამით მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ის არის 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ინფორმაციით, ის გვანცა კილაძის კლასელია. მკვლელობის ჩამდენი სავარაუდო პირი გამომძიებლებს ჯერჯერობით არ დაუკითხავთ, რადგან მასთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია.

იხილეთ ასევე: რუსთავში ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრეს - ეჭვმიტანილი დაკავებულია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ