"რუთავის 2"-ის ინფორმაციით, ფოტო თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული - ახალი ვერსიები ხარძიანის სავარაუდო მკვლელის შესახებ

"რუთავის 2"-ის ინფორმაციით, ფოტო თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული - ახალი ვერსიები ხარძიანის სავარაუდო მკვლელის შესახებ

ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტო თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.

ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტო უკვე მეორე დღეა, მედიაში აქტიურად ვრცელდება. სკანდალურ ფოტოს ზაზა გაბედავამ ექსკლუზიურად Ambebi.ge-ს მიაწოდა. გავედავა ამბობს, რომ ეს არის კადრი ქუჩაში დამონტაჟებული კამერიდან და ის მის ხელში ქართული სპეც-სამსახურებისგან მოხვდა.

სხვადასხვა წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, მკვლელი არის ასახული, კეკელიძის ქუჩაზეა გადაღებული. ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცის აღწერილობა და ჩაცმულობა კი იმ ვერსიებს ემთხვევა, რომლებიც ეჭვმიტანილზე ვრცელდებოდა.

გავრცელებულ ცნობებში "კურიერმა" ერთი შეუსაბამობა აღმოაჩინა, - სად არის გადაღებული ეს ფოტო.

დღეს კურიერმა კეკელიძის მიმდებარე ის ტერიტორია შეისწავლა, სადაც მკვლელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაადაადგილდებოდა. თუმცა, ამ ფოტოზე აღბეჭდილი კიბე ქუჩაზე არ არის. როგორც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა დაადგინა, ეს სურათი დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული.

ნანა ქუთათელაძე, ერთ-ერთი თვითმხილველი:

"შავ ფერებში იყო დავინახე. მერე გავედი და რომ დავბრუნდი იქ აღარვინ იყო. სახე არ დამინახავს, ჩაფხუტი ჰქონდა. ნახევარი პროფილით დავინახე აქ რომ გაჩერდა, შავი რაღაცა ეცვა".

საინფორმაციო საშუალებებში წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ სავარაუდო ბრალდებულის ფოტო ე.წ. ბარნოვის ხიდის კიბეზე სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით მამაკაცი შავი ქურთუკით სულ სხვა ადგილას არის დაფიქსირებული. კამერა, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის სამინისტროსთან დგას.

ფოტო რომელზეც ბესიკ ხარძიანსი მკვლელობის სავარუდო ჩამდენია დაფიქსირებული, კიბეზეა გადაღებული, რომელიც თამარ მეფის ხიდიდან ჩამოდის და გრძელდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით. რაც შეეხება მამაკაცს შავი ქურთუკით, დაფიქსირებული ჰყავს სათვალთვალო კამერას, რომლიც კიბის დასასრულს არის დამონტაჟებული.

ხარძიანის მკვლელმა ჩაფხუტი, ნიღაბი და მოპედი კეკელიძის ქუჩაზე დატოვა და სვლა, სავარაუდოდ, ფეხით განაგრძო. გავრცელებული ფოტომასალა მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრშია გადაღებული. გამოძიებას სავარაუდოდ სხვა სათვალთვალო კამერების მასალებიც აქვს, რითიც ბრალდებულის გადაადგილების ტრაექტორია დაადგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ხარძიანის მკვლელობის შემსრულებელთან ერთად ორგანიზატორის ადგილსამყოფელის დადგენასაც ცდილობს.

"კურიერის" ინფორმცაიით, პროკურატურა ჩეჩნური წარმოშობის მამაკაცს ეძებს. მამაკაცმა, სავარაუდოდ, ქვეყანა მომხდარის დღესვე თბილისი-კიევის რეისით დატოვა. ეს ვერსიები უცნობია მოკლულის ოჯახისა და მათი ადვოკატისთვის.

მალხაზ სალაყაია, ადვოკატი:

"იქ ორნი მოქმედებდნენ და შემსრულებელიც და დამკვეთიც ერთად ბრძანდებოდნენ თუ არა, ამის დადგენა უკვე გამოძიების პრეროგატივა გახლავთ".

იმას, რომ მამაკაცი შავი ქურთუკით შესაძლოა ნამდვილად მკვლელობის შემსრულებელი იყოს, არ გამორიცხავს ნანა კაკაბაძე. თუმცა მისი განცხადებით, გამოძიება დამკვეთის ვინაობის დადგენას ვერ შეძლებს.

"შეიძლება გამოძიება ვერ გავიდეს ან არ გავიდეს რეალურ კვალზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს წილები რომელიც ხარძიანს ეკუთვნოდა, გადაფორმდება სხვა პირზე, სწორედ მაშინ იქნება საზოგადოებისთვის ნიშანდობლივი, თუ სად შეიძლება იყოს მოძიებული ამ მკვლელობის რეალური დამკვეთი", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბესიკ ხარძიანის მეგობარმა და სასჯელარსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი კორძაიამ საქართველო დატოვა, იმ მოტივით, რომ მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მან ხარძიანის მკვლელობის შემდეგ გია უდესიანის გარდა, ლაშა ნაცვლიშვილი და ზვიად ჯანყარაშვილიც დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს აყოვნებდნენ. ჯანყარაშვილმა მისი ბრალდებების შემდეგ სამოქალაო დავა დაიწყო.

პროკურატურაში არც ამ საკითხზე და არც ბოლო თვის განმავლობაში გავრცელებულ ვერსიებზე კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ასევე: ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ხარძიანის მკვლელია აღბეჭდილი - "არ ვიტყვი ვინ გამომიგზავნა, სულ რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა დამირეკონ"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ