სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლი სცემეს

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლი სცემეს

თბილისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლი სცემეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბრიგადა გამოძახებულ მისამართზე მივიდა.

"მისამართზე მისულ ბრიგადას ადგილზე დახვდა პირი, რომელსა ქვა ეჭირა ხელში. მან მანქანის მძღოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - აცხადებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში და განმარტავენ, რომ ბრიგადა მისამართზე გამოძახებიდან 7 წუთში მივიდა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა სამედიცინო ბრიგადის დანარჩენ წევრებსაც.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის ცემაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ