კახა კახიშვილი - იქამდეც მივედით, რომ კანონიერი ქურდებიც განცხადებებს წერენ

კახა კახიშვილი - იქამდეც მივედით, რომ კანონიერი ქურდებიც განცხადებებს წერენ

იქამდეც მივედით, რომ კანონიერი ქურდებიც განცხადებებს წერენ - რეფორმას ისინიც ატარებენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, კახა კახიშვილმა, სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის განხილვისას გააკეთა.

მან პატიმართა საჩივრების რაოდენობის გაზრდის მიზეზები განმარტა. "უკმაყოფილება ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ პატიმრებს სურთ დახურული ტიპის დაწესებულებიდან ღია ტიპის დაწესებულებაში გადასვლა. საიდან არის უფრო მეტი საჩივარი სახალხო დამცველის ოფისში შემოსული?! - ბათუმიდან, ქუთაისიდან, მერვე და მეშვიდე დაწესებულებებიდან. რატომ?! იქიდან ცდილობენ ღია ტიპის დაწესებულებაში გადასვლას და ამიტომ არის საჩივრების რაოდენობა გაზრდილი. არ უნდათ იმ სარეჟიმო პირობებთან შეგუება, რომელიც არის. პრინციპული პოზიციაა, რომ სარეჟიმო პირობები იქნება მიღწეული.

ადამიანი, რომელიც შეასახლეს ბათუმის მერვე საპყრობილეში და თუკი ის დაწერს, რომ მის მიმართ არის სავარაუდო წამება, მეც რომ დავწერო, რომ თქვენ მაწამებთ, მეც სავარაუდო მსხვერპლი ვარ, იმის მიუხედავად, რა პასუხს გამოიტანს პროკურატურა. სავარაუდო წამების განხორციელების შემთხევვაში, რომ გადაყვანა განვახორციელოთ, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება და გამოიწვევს სისტემის კოლაფსს. რომ მეუბნებით, არასათანადო მოპყრობაზე საჩივრების რაოდენობა გაიზარდა 2007 წელთან შედარებითო, მაშინ ნული იყო განცხადებების რაოდენობა, იმიტომ კი არა, რომ არავის არ აწამებდნენ, არამედ იმიტომ, რომ არ აწერინებდნენ. ახლა, როცა მათ უფლება აქვთ დაწერის, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. თქვენ კარგად იცით, რომ ზოგიერთი განცხადება საფუძველს მოკლებულია. იქამდეც კი მივედით, როდესაც კანონიერი ქურდებიც განცხადებებს წერენ და რეფორმას ატარებენ ისინიც", - განაცხადა კახა კახიშვილმა საკომიტეტო სხდომაზე სახალხო დამცველის პასუხად.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ