ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ოჯახური ძალადობის ფაქტები, რომლებიც ტრაგიკულად დასრულდა

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ოჯახური ძალადობის ფაქტები, რომლებიც ტრაგიკულად დასრულდა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არაერთი ადამიანი ხდება. ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან, კაცები კლავენ და სცემენ ცოლებს, დებს, დედებს, შეყვარებულებს. სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში და კახეთში ხდება. "ამბები.გე" ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ოჯახური ძალადობის ფაქტების შესახებ გიამბობთ.

მამინაცვალმა მცირეწლოვანი ბავშვები სცემა

ყველაზე გახმაურებული ოჯახური ძალადობის ბოლო ფაქტი, რამდენიმე დღის წინ გურჯაანში მოხდა, მამინაცვალმა წლინახევრის ბიჭუნა სასტიკად სცემა და ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა. ბავშვს ძალადობის ნიშნები აღენიშნება შუბლის არეზე, აქვს დიდი ზომის ჰემატომა ხელებზე და ტანზე. ასევე ძალადობა აღენიშნება მეორე ბავშვსაც. ბავშვების დედის განცხადებით, მამინაცვალი ვერ მუშაობს, ნერვებმოშლილია და ამიტომ სცემდა პატარებს. სოციალური აგენტის განცხადებით, როცა პატარები გამოჯანმრთელდებიან, მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩაერთვებიან. კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა მამინაცვალი, 1990 წელს დაბადებული, ქურდობისთვის ნასამართლევი დავით. თ. ოჯახური ძალადობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

დედამ შვილი მოკლა

2011 წელს, მისაქციელში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. დედამ 5 წლის ვაჟი, შაკო წიკლაური შეშით მოკლა. მან პატარას თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა ფსიქიურად ჯანმრთელი არ იყო. მაია გელდიაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის მაისში შეიწყალა.

შვილმა დედა მოკლა

შემზარავი ტრაგედია მოხდა გასულ წელს თერჯოლის რაიონში. 37 წლის მამაკაცმა 66 წლის დედა მოკლა, გვამს რამდენიმე დღის მანძილზე პირუტყვის სადგომში მალავდა. მეზობლების განცხადებით, დედა-შვილს მუდმივად კონფლიქტი ჰქონდათ ერთმანეთთან, რის გამოც სხვადასხვა სახლებში ცხოვრობდნენ. 66 წლის ქალბატონი სოფელ ეწერის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. სამართალდამცავებმა მკვლელი რამდენიმე დღეში დააკავეს.

სალომე ჯორბენაძის მკვლელობა

გასული წლის ზაფხულში, ზესტაფონში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 22 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა მოკლა. მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, მამაკაცმა ყოფილი ცოლი ტაბელური იარაღიდან 5 გასროლით მოკლა. სალომე მეუღლეს, ახალი ქმრის გასაცნობად შეხვდა და ყოფილმა ქმარმა სწორედ იმ დროს მოკლა.

მკვლელობა და თვითმკვლელობა ილიას უნივერსიტეტში

შემზარავი ფაქტი მოხდა გასულ წელს ილიას უნივერსიტეტში. 33 წლის მაკა წივწივაძეს ქმარი ლექციაზე მიუვარდა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მაკა წივწივაძეს უნივერსიტეტის დაცვა გაფრთხილებული ჰყავდა, ქმარი შენობაში არ შეეშვათ. ამბობენ, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდათ.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე: ბოლო სამი თვის 13 შემზარავი მკვლელობა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ