შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთის რაიონში

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთის რაიონში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით დაუდგენელი პირები, ამავე სოფლის მცხოვრებს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც "გურიის მოამბეს" შსს დან აცნობეს ამ წუთებში მიმდინარეობს დაზარალებულის ექსპერტიზა.

შსს პრეს სამსახურის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 18 საათზე მოხდა, დაზარალებულს თავს რამდენიმე შეუიარაღებელი პირი დაესხა და მიაყენა, სავარაუდოდ, მსუბუქი დაზიანება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 118 მუხლის პირველი ნაწილით.

დაზარალებული, რომლის ვინაობაც ამ დროისათვის არ ხმაურდება, თავიდან ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, რამდენიმე წუთის წინ კი, ის ოზურგეთის პოლიციაში გადაიყვანეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაზარალებულს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის ავტომანქანით მგზავრობდა, საიდანაც ფიზიკური ძალის გამოყენებით გადმოსვეს, თუმცა პოლიცია ყაჩაღობას და ავტომანქანის წართმევას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

"იყო ფიზიკური დაპირისპირება"-გვითხრეს შსს პრეს სამსახურში.

წყარო: guriismoambe.com

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ