რას ამბობს გიორგი გუდაძე ფარულ ჩანაწერში, რომელიც მეგობრებმა "ambebi.ge"-ს მიაწოდეს

რას ამბობს გიორგი გუდაძე ფარულ ჩანაწერში, რომელიც მეგობრებმა "ambebi.ge"-ს მიაწოდეს

წყალბურთელ გიორგი გუდაძის მეგობრებმა "ambebi.ge"-ს ფარული ჩანაწერი მიაწოდეს, სადაც გუდაძე შესაძლო დაკავებაზე საუბრობს. გიორგი გუდაძე სამართალდამცავებმა რამდენიმე კვირის წინ ვაკეში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. თუმცა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა სახლში აღმოჩენილი მე-17 საუკუნის დამბაჩის გამო მიუსაჯეს.

გუდაძე ბრალს არ აღიარებს. იგი აცხადებს, რომ სამართალდაცავებმა მას ნარკოტიკი ჩაუდეს და პროტესტის ნიშნად მეთორმეტე დღეა შიმშილობს.

ხვალ, 24 მაისს, გუდაძის მხარდასაჭერად აქცია "არა ჩადებას" გაიმართება. გუდაძე მის დაკავებას ანგარიშსწორებად აფასებს, რაზეც მისი მეგობრების მიერ მოწოდებულ ფარულ ჩანაწერშიც საუბრობს. ის მეგობარს ტელეფონზე ესაუბრება და ეუბნება, რომ თუ დააკავებენ მას წამალს ჩაუდებენ.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ჩანაწერი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ