სკანდალი ბათუმის ციხეში - პატიმრების ნაწილი თვითდაზიანებებს იყენებს

სკანდალი ბათუმის ციხეში - პატიმრების ნაწილი თვითდაზიანებებს იყენებს

"18 მაისს მივიყენეთ თვითდაზიანებები და პროტესტის ნიშნად ასევე მეორედ გადავყლაპეთ მეტალები, ასევე გამოვაცხადეთ შიმშილობა. მე, გიორგი მარსაგიშვილმა მავთულით ამოვიკერე პირი. ვითხოვთ, რომ მოგვექცეს ყურადღება, რასაც სრულიად იგნორს უკეთებენ და განზრახ სიცოცხლეს გვისპობენ დაწესებულების ექიმები და მათთან შეთანხმებული ადმინისტრაციის თანამშრომლები", - ეს არის წერილი ბათუმის ციხიდან, რომელიც ოთხმა მსჯავრებულმა არასამათავრობო ორგანიაციებს გამოუგზავნა.

წერილში პატიმრები იმ გაუსაძლისი პირობების შესახებ ყვებიან, რომელშიც მათი მტკიცებით ციხის ადმინისტრაცია ამყოფებს. პატიმრები წერენ, რომ ციხეში არაადამიანური მოპყრობის გამო პროტესტის უკიდურეს ფორმას 8 მაისს მიმართეს, რამაც ისინი სიკვდილის პირას მიიყვანა. მსჯავრდებულების აუდიოჩანაწერი "რუსთავი 2-ს" არასამთავორბო ორგანიზაცია "ანტიკორუფციულმა ცენტრმა" გადასცა, სადაც ბათუმის ციხის პატიმრები არსებულ მდგომარეობზე ყვებიან.

ერთ-ერთი პატიმარი ყვება, რომ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას ციხის დირექტორის, კახა გველესიანის მხირდან შეურაცხმყოფელი მოპყრობის გამო მიმართეს.

ბათუმის ციხეში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი დასკვნას ამზადებს. ციხე სპეციალურმა ჯგუფმა შეამოწმა და დაადგინა, რომ მსჯავრდბულების უმეტესობა გაუსაძლის პირობებში იმყოფება. რამდენიმე პატიმარმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს უამბო, რომ ციხის თანამშრომლები მათ ფიზიკურად უსწორდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტმა" ციხეში არსებული დარღვევების შესახებ მასალები თვენახევრის წინ მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა, თუმცა პასუხი ბადაშვილის უწყებიდან ამ დრომდე არ მიუღია.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამტკიცებენ, რომ ბათუმის ციხეში პატიმრების პირობები ნაცნობ-მეგობრობაზეა დამოკიდებული, რაც მსჯავრდებულების პროტესტის მიზეზი ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებს სასჯელაღსრულების სამინისტროში წერილობით უპასუხეს. სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული პირები ცდილობენ მსგავსი ქმედებებით მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება აიძულონ რასაც მათი თქმით უწყება არ დაუშვებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ