ვინ არის ახლაგაზრდა, რომელიც ნუცუბიძეზე მოკლეს - რას ჰყვებიან თვითმხილველები

ვინ არის ახლაგაზრდა, რომელიც ნუცუბიძეზე მოკლეს - რას ჰყვებიან თვითმხილველები

ნუცუბიძის პლატოზე 18 წლის ბეგლარ მამალაძე ცივი იარაღით მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა ადგილზე მიაწოდეს.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, ბეგლარ მამალაძეს მუცლის არეში ცივი იარაღით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თვითმხილველი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიაში მუშაობს, ამბობს, რომ შემთხვევას შელაპარაკება წინ არ უძღოდა.

"გავიგე ქალის კივილი, რომელიც ითხოვდა, რომ სასწრაფო გამოეძახებინათ. გავედი და დავინახე ახალგაზრდა, რომელიც ძირს იწვა და დაჭრილი იყო. მეზობელმა ქირურგმა იგი თავისი ავტომობილით საავადმყოფოში წაიყვანა. შემდეგ გავიგეთ, რომ გარდაიცვალა", - აღნიშნა თვითმხილველმა.

მისივე ინფორმაციით, ბეგლარ მამალაძის დაჭრის შემდეგ მეზობლებმა დაინახეს, რომ ორი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან გარბოდა.

რაც შეეხება გარდაცვლილს, არსებული ინფორმაციით იგი დევნილია და მესამე პლატოზე ცხოვრობდა. ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსით 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერ უცნობია მოხდა თუ არა ბეგლარ მამალაძის მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ