ბაჩო ახალაია - ყველაზე მთავარია, სააკაშვილს მიეცეს ქვეყანაში დაბრუნების საშუალება და გათავისუფლნენ გმირები

ბაჩო ახალაია - ყველაზე მთავარია, სააკაშვილს მიეცეს ქვეყანაში დაბრუნების საშუალება და გათავისუფლნენ გმირები

ვითარების დეესკალაციისთვის მიხეილ სააკაშვილს დაბრუნებისა და პოლიტიკაში საქმიანობის უფლება უნდა მიეცეს და ასევე უნდა გაათავისუფლონ ყველა გმირი, ვინც პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული, - ამის შესახებ ე.წ. ჯაშუშების საქმეზე მიმდინარე პროცესზე, შესავალი სიტყვის ნაწილში თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ განაცხადა.

"ჩვენი ერი უკვე მერამდენედ მიდის ესკალაციისკენ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არა ბოღმის ნთხევა და ბოროტება, არამედ არსებული ვითარების დეესკალაცია. ახლა ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს ერი, რომ გამოვიდეთ ამ უბედურებიდან, სადაც ვიმყოფებით. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მნიშვნელოვანია ერს განვითარების უფლება მივცეთ. ამისათვის აუცილებელია ყველა, ვინც განდევნილია, მათ შორის სააკაშვილი და სხვა სახეები, დაბრუნდნენ ქვეყანაში, და ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირი გაუშვან ციხეებიდან", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ. მისივე თქმით, უნდა განთავისუფლდნენ ის სამხედროები, რომლებსაც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბევრი რამ აქვთ გაკეთებული და სამხედრო პირბი, რომლებიც განდევნილი არიან ქვეყნიდან, დაბრუნებისა და შეიარაღებულ ძალებში მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ.

"თუ ამას ვერ მიხვდება ხელისუფლება და ბოღმა დააბნელებს, ცუდ შედეგს მივიღებთ. დღეს გვაქვს კიდევ ერთი ისტორიული შანსი, რომ გავიდეთ თავისუფლების ფონს. ეს პროცესი უნდა შეაჩერონ უახლოეს მომავალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოხდება ხალხის ხელით, რაც ცუდია. საზოგადოების ასეთი პოლარიზება არის ჩიხი, რომლის ბოლო არის აფეთქება და ეს უნდა დავასრულოთ. თუკი კიდევ ვინმე თვლის, რომ შამათავა, გორგაძე და სხვები ციხეში უნდა იჯდნენ, საკმარისია. ისინი უკვე ისხდნენ ციხეში", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

მისივე თქმით, მმართველობის ისეთი ფორმებით, რომლებიც დღეს არსებობს საქართევლოში კაცობრიობის ისტორიაში არ მოინახება.

"ის, რომ ბიძინას ტვინში ვერ შედის იქნებ მათ, ვინც ჭკუათმყოფელია მიხვდნენ და უთხრან იმ შტერს კუნთებზე ნუ იყურება იმიტომ, რომ არ აქვს", - განაცხადა ახალაიამ.

მისივე თქმით, შეუძლიათ დაიხრჩონ საკუთარ ბოღმაში, მაგრამ ქვეყანას დაანებონ თავი". "ამ ქვეყანაში არავის გააჩნია ძალა ვინმე ამყოფოს პატიმრობაში დადგება მომენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს ხალხი, რაც არ იქნება კარგი. სამი წელი მოანდომეს თითხვნას და ბოღმის ნთხევას. ყველას ეპატიება ყველაფერი, თუკი აზრზე მოვლენ. შევარდნაძეს პატივს არ ვცემდი, მაგრამ ის აღმოჩნდა პოლიტიკოსი და ეს აღმოჩნდა მაფიოზი", - განაცხადა ახალაიამ.

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრმა დაინახა, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა.

"ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ სააკაშვილს მიეცეს ქვეყანაში დაბრუნების, პოლიტიკაში საქმიანობის საშუალება და გათავისუფლნენ გმირები. მე მოვიხდი მათ წინაშე ბოდიშს, ოღონდ აზრზე მოვიდნენ. პრობლემა არის იმაში, რომ რაც ტანკებით ვერ გაგვიკეთეს, ის გააკეთეს ტყუილით და ფულით. გაგვიჭირდება ამ დამპალი იმპერიისგან გათავისუფლება. სიტუაციის განმუხტვასა და დეესკალაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

განცხადების გაკეთების შემდეგ მან მოსამართლისგან ნებართვა აიღო და სასამართლო დარბაზი დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ