თბილისის ცენტში მოკლული ახალგაზრდის და ძმის მკვლელობის ახალ დეტალზე საუბრობს

თბილისის ცენტში მოკლული ახალგაზრდის და ძმის მკვლელობის ახალ დეტალზე საუბრობს

ნუცუბიძის ქუჩაზე მოკლული ბეგი მამალაძის და დარწმუნებულია, რომ მისი ძმის მკვლელობაში მეორე პირიც მონაწილეობდა.

"100 პროცენტით ვიცი, რომ დაიჭირეს. ახლა არ ვიცი გამოუშვეს თუ არა, მაგრამ არსებობს მითქმა-მოთქმა, რომ მას მფარველი ჰყავს. არაფერი განსხვავება არ არის როინსა და მას შორის,"- აცხადებს "კურიერთან" საუბრისას მარიამ მამალაძე

18 წლის მამალაძე 25 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი, 19 წლის როინ ქარდავა მკვლლეობის ღამესვე დააკვეს.

გარდაცვლილის ოჯახი კი აცხადებს, რომ პოლიციამ მეორე პირის დაკავებაც შეძლო, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. ოჯახი ეჭვობს რომ, მკველობის თანამონაწილეს მფარველები ჰყავს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა, მკველობის მეორე თანამონაწილის შესახებ საუბრობენ ბეგი მამალაძის მეგობრებიც. მათი თქმით, სასიკვდილო ჭრილობები დანით მამალაძეს ჯერ როინ ქარდავამ, შემდეგ კი მასთან ერთად მყოფმა პირმა მიაყენა.

"ბატონ გოგის, რომელიც გულმტკივანი ადამიანია, სქესობრივი კავშირის დამყარების უნარი არ აქვს - პატრული რომ მოვიდა, მას ეძინა" - ადვოკატი

თელავის სასამართლომ გირაო შეუფარდა 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულს

"მე და გოგი წლებია ვმეგობრობთ... დალია,  ვერ მოზომა, ჟინის მოკვლას ცდილობდა" - რას ამბობს ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებით წულაია დააკავეს