"შოთაძე პასუხს აგებს..." - რის სანაცვლოდ დაპირდა ივანიშვილი მთავარ პროკურორობას ირაკლი შოთაძეს

"შოთაძე პასუხს აგებს..." - რის სანაცვლოდ დაპირდა ივანიშვილი მთავარ პროკურორობას ირაკლი შოთაძეს

"ბიძინა ივანიშვილს მოუწევს პასუხის გაცემა... ირაკლი შოთაძე კი პასუხს აგებს", - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრისას გააკეთა.

ალასანია დღეს საქალაქო სასამართლოში საქმის მოსამართლის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ პროკურატურის მტკიცებულებები დაუშვებლად სცნო. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის თანამშრომლების დაკავება ექსპრემიერ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. ალასანია ირწმუნება, რომ ივანიშვილი საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მთავარი პროკურორის მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობას დაპირდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ