ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფერით ბუდუნი დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, ფერით ბუდუნს ბრალი ედებოდა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ზ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ძარცვის განხორციელებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ფერით ბუდუნი, 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის სექტემბრამდე უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ზ. კ.-ს და კ. კ.-ს მიმართ ახორციელებდა სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული ფერით ბუდუნი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილის, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტის კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ