"ჯერ ხელით გავგუდე და ჩამოვკიდე მერე ხეზეო.. მრავალჯერ იყო გაუპატიურებული" - რას ჰყვება ხარაგაულში ჩამომხრჩვალი მოზარდის ოჯახი

"ჯერ ხელით გავგუდე და ჩამოვკიდე მერე ხეზეო.. მრავალჯერ იყო გაუპატიურებული" - რას ჰყვება ხარაგაულში ჩამომხრჩვალი მოზარდის ოჯახი

რამდენიმე საათის წინ ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში ჩამომხრჩვალი 11 წლის ახალგაზრდის ოჯახმა მოზარდის გარდაცვალებაში ბრალდებული მამაკაცის სახლი გადაწვა. გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები და მეზობლები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ და დაკავებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. ისინი "კურიერთან" შემზარავი ფაქტის დეტალებს იხსენებენ:

"ხეზე იყო ჩამოკიდებული თოკით. ბავშვებმა ნახეს, ჩამოხსნეს დანით. სამი ბავშვი მყავს კიდე ამ ბავშვის გარდა. ერთმა შეისვა გაშეშებული კისერზე, მეორემ გადაჭრა თოკი. დაუწვენიათ ძირს...".

"ბავშვს უთქვამს, შენ რო მე ეს გამიკეთე, ჩემს ბიძაშვილებს ვეტყვი და არ გაპატიებენეო. შენ თუ იმათ ეტყვი, მე მოგკლავ და ბავშვი დილას რო ამდგარა, გამოსულან ოთხივე სათამაშოდ, მოკლა ბავშვი და ჩამოკიდა ხეზე".

"გაკვეთის შემდეგ გვითხრეს, რომ ბავშვი იყო ძალადობის მსხვერპლი - მრავალჯერ გაუპატიურებული. ასეთი პასუხი მივიღეთ ექსპერტიზიდან. ის ბავშვიც რომ აიყვანეს უღიარებია, რომ მე თვითონ ჯერ ხელით გავგუდე და ჩამოვკიდე მერე ხეზეო".

"ბავშვი არის გაუპატიურებული, ხერხემალში გადატეხილი. ბავშვმა თუ თავი დაიხრჩო, ხერხემალში როგორ გატყდა? გამოეკიდა ეს მიწადასაყრელი ჯერ ბავშვი წააქცია, ღობიდან რომ გადმოხტა, ხერხემალში გატეხა და ხეზე დაკიდა".

გარდაცვლილის ახლობლების ბრალდებებს "კურიერთან" საუბარში უარყოფს დაკავებულის ადვოკატი.

ნათია ჩხეტიანი, დაკავებულის ადვოკატი:

"არანაირი შემხევბლობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მას არ ჰქონია, ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია. ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს საქმეში ამ ბავშვის წინააღმდეგ".

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რეზო ლ. 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 115-ე და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ