"5 ბიჭი დაესხა თავს მოულოდნელად" - ბათუმის სანაპიროზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

"5 ბიჭი დაესხა თავს მოულოდნელად" - ბათუმის სანაპიროზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 25 წლამდე მამაკაცი სანაპიროზე შეზლონგებს აქირავებდა. როგორც დაჭრილის ნათესავები აცხადებენ, მამაკაცს ზურგის არეში დანით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ნათესავი ციური ტაკიძე აღნიშნავს, რომ სანაპიროზე მყოფ მამაკაცს ხუთი ადამიანი დაესხა თავს.

"ვნახეთ, ვესაუბრეთ და კონტაქტურია, მდგომარეობაც სტაბილურია. დანით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული ზურგის არეში. რა მოხდა დაზუსტებით ჯერ არ ვიცით, გამოძიება დაადგენს. 5 ბიჭი დაესხა თავს მოულოდნელად. არ ვიცი ისინი დაკავებულები არიან თუ არა", - აღნიშნა ციური ტაკიძემ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა შუადღის საათებში მოხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ