თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე ზურაბ ხარატიშვილი დააკავეს

თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე ზურაბ ხარატიშვილი დააკავეს

თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ზურაბ ხარატიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დააკავეს.

დედაქალაქის მერიასთან საზოგადოებრივი მოძრაობა "თბილისის ალტერნატიული მერია" დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავდა. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები გააკრეს, სადაც ნარმანიას ფოტოა გამოსახული და მერის გადადგომის მოთხოვნაა დაფიქსირებული.

პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცეს, რომლის დროსაც ზურაბ ხარატიშვილი დააკავეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გივი კუბლაშვილის თქმით, ისინი ხარატიშვილის დაკავებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამ დროისთვის საზოგადოებრივი მოძრაობა "თბილისის ალტერნატიული მერიის" საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან დასრულებულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ