ესპანეთის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს საქართველოს 32 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს საქართველოს 32 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 32 მოქალაქე დააკავა. ესპანური მედიის ინფორმაციით, 30 პირის აყვანა მადრიდში, 2-ის კი ვალენსიაში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაჯგუფების დაკავებული წევრები ჩართულნი იყვნენ ბინების გატეხვა-ძარცვაში.

არსებული ცნობით, დაკავებულებს შორის რამდენიმე ე.წ.კანონიერი ქურდია.

ესპანური მედია საქართველოს მოქალაქეების დაკავებას "ქართული მაფიის წინააღმდეგ" ჩატარებულ სპეცოპერაციას უწოდებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ