ბათუმში 17 წლის გოგონას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში 17 წლის გოგონას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, 17 წლის გოგოს დაჭრის ფაქტზე ზესტაფონში ერთი პირი დააკავეს .

"შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ნიკა ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა ,რომ დაკავებულმა 4 ივლისს,ბათუმში,"6 მაისის" პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თამარ წ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ნიკა ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს( საქართველოს სსკ-ის 19- 108-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ