რატომ დაჭრა 19 წლის ბიჭმა შეყვარებული გულმკერდის არეში - ბათუმში მომხდარი ისტორიის ყველა დეტალი

რატომ დაჭრა 19 წლის ბიჭმა შეყვარებული გულმკერდის არეში - ბათუმში მომხდარი ისტორიის ყველა დეტალი

სამართალდამცავებმა ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნიკა ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 4 ივლისს, ბათუმში, "6 მაისის" პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თამარ წ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნიკა ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზესტაფონში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ბათუმში, 6 მაისის პარკში 19 წლის ბიჭმა 17 წლის გოგონა დანით დაჭრა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდები პარკში სეირნობდნენ, რა დროსაც ბიჭმა გოგოს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. გოგონას ახლობლები საუბრობენ შემთხვევის სავარაუდო მიზეზებზე. ახლობლების თქმით, ბიჭს გოგონა უყვარდა, მას ცოლობა სთხოვა, გოგონასგან უარის მიღების შემდეგ კი ბიჭმა არასრულწლოვანი დაჭრა და მიიმალა.

დაჭრილის მკურნალი ექიმის ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა, ვინაიდან დაჭრილს ხუთი ჭრილობა აქვს, მათგან ერთი გამჭოლი - გულმკერდის არეში. ექიმის თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ვინაიდან მან გადაიტანა მძიმე ოპერაცია - გულის პერანგის გახსნა და სისხლის ევაკუაცია, - განუცხადა 17 წლის გოგონას მკურნალმა ექიმმა ზურაბ ჩიხლაძემ ოპერაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

"გულის პერანგში შემავალი ჭრილობა და გულის კედლის დაზიანება ჰქონდა, რის შედეგადაც დაგროვდა სისხლი. პაციენტს აქვს ხუთი ნაკვეთი ჭრილობა, მათგან ერთი შემავალი ჭრილობაა გულმკერდის ღრუში, სამი ჭრილობა გულმკერდის ზედაპირზე, ხოლო ერთი - ხელზე. პროგნოზირება არის რთული, ამჟამად მისი პარამეტრები სტაბილურია, სიცოცხლის ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია", - აღნიშნა ზურაბ ჩიხლაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ