"კეზერაშვილი დაემუქრა­, თუ ბიზნესს სხვადასხვა კომპანიის სახელზე­ არ გააფორმებდა, სისხლის გუბეებს დააყენებდა"

"კეზერაშვილი დაემუქრა­, თუ ბიზნესს სხვადასხვა კომპანიის სახელზე­ არ გააფორმებდა, სისხლის გუბეებს დააყენებდა"

მთავარმა პროკურატურამ ქონების იძ­უ­ლებით ჩამორთმევის ბრალდებით საქა­რთველოს თავდაცვის ყოფილი მინისტ­რის, დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების განმარტებით, 2010 წლის აგვისტოში კეზერაშვილმა გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტ­ებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავების ბიზნესი, რომელიც მამა-შვილს - თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებს ეკუთვნოდა. კეზერაშვილის მუქარის საფუძველზე, კომპანიების წილები ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე გაფორმების შემდგომ გაიყიდა.

შალვა ხაჭაპურიძე, თამაზ ნიჟარაძის­ ადვოკატი: - თავის დროზე თამაზ ნიჟარა­ძე­ ქობულეთის პროკურატურაში მუშაობდა. მისი ერთი ძმა "ინტურისტის" დირექტ­ორი იყო, მეორე - ბიზნესმენი. თამაზ ნიჟარაძემ 90-იან წლებში ფოთის პორტში უცხოელ პარტნიორე­ბთან ერთად­ ააშენა ტერმინალი. როცა "ნაციონალები" მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ შტაბბინა ფოთში, ნიჟარაძის სასტუმრო "ანკორში" მოიწყვეს. მაშინ გაიცნო ნიჟარაძემ კეზერაშვილი.

- ამბობენ, ისინი დამეგობრდნენ­ და კეზერაშვილი ნიჟარაძის ბიზნესს "კრიშავდა"...

- ისინი მეგობრები არ ყოფილან. იმხანად ვინ ეკითხებოდა ვინმეს, უნდოდა თუ არა რამის დათმობა? შეუთვლიდნენ, ფული მოიტანეო, არ მიუტანდა და - მიახრჩობდნენ. კეზერაშვილმა ნიჟარაძეს დაათმობინა ფოთის პორტში არსებული ტერმინალები.

- მეორე მხარის მტკიცებით, მან კეზერაშვილს ნებაყოფლობით და რამდენიმე მილიონად მიჰყიდა კომპანიები.

- ოფიციალურად გააფორმა, თითქოს 6 მილიონი გადაუხადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში თანხა თავისი ერთი კომპანიიდან მეორეში გადარიცხა.

- ნიჟარაძის ოჯახის წევრების გარდა, გამოძიებას თუ ჰყავს მოწმეები?

- ოჯახის წევრების გარდა, არიან პარტნიორები, კერძო პირები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ