რამდენიმე მგზავრმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანა სცადა

რამდენიმე მგზავრმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანა სცადა

რამდენიმე მგზავრმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანა სცადა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

"შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების შემოტანის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს. მათ შორის, 4 ივლისს, სგპ "ვალეს" კონტროლის ზონაში თურქეთის მხრიდან შემოსული კანადის მოქალაქე ე.ა.ჯ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი APO-თღAMADOL - 10 აბი, ხოლო 5 ივლისს, თურქეთის მოქალაქე ჰ.ი.-ის ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი GEღALGINE-K - 18 აბი", - ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

"ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი "ტრამადოლი" (20 აბი) აღმოაჩნდა 5 ივლისს, სგპ "ყაზბეგის" ტერიტორიაზე, სომხეთის მოქალაქე ს.ს.-ს. მებაჟე ოფიცრებმა პრეპარატი მგზავრის ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამართველოს გადაეცა", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ