გაჩნდა თუ არა კონფლიქტი საყვარელიძესა და უკრაინის პროკურატურის მაღალჩინოსანს შორის 500 მილიონის აღმოჩენის შემდეგ

გაჩნდა თუ არა კონფლიქტი საყვარელიძესა და უკრაინის პროკურატურის მაღალჩინოსანს შორის 500 მილიონის აღმოჩენის შემდეგ

უკრაინის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ გუზირმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. როგორც უკრაინული მედია წერს, გუზირმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მასსა და საყვარელიძეს შორის არავითარი კონფლიქტი არ არსებობს.

"ჩემსა და დავით საყვარელიძეს შორის კონფლიქტი არ არის, არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მის წინააღმდეგ და ასეთი არც შეიძლება იყოს", - განაცხადა გუზირმა.

მანვე განაცხადა, რომ დასრულდა სამსახურებრივი გამოძიება უკრაინის გენპროკურატურის მთავარ საგამოძიებო კომიტეტში ძალოვანების მიერ ჩატარებული ქმედებების კანონიერების შესახებ და აქედან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ გუზირმა და დავით საყვარელიძემ ერთად მოახსენეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმ სპეცოპერაციის დეტალები, რომელიც 5 ივლისს ჩატარდა და, რომლის დროსაც 500 მილიონი დოლარი აღმოაჩინეს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ვლადიმერ გუზირის დავალებით, 5 ივლისს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დანაშაულის ფაქტზე, რომელიც ჩაიდინა გენპროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ. ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა ვლადიმერ ბოიკომ დაწერა.

საქმე ეხება 2015 წლის 5 ივლისს დავით სყვარელიძის მითითებით ჩატარებულ ჩხრეკას კიევის ოლქის პროკურორის მოადგილის, ალექსანდრე კორნიცასა და უკრაინის გენპროკურატურის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ შაპაკინის კაბინეტებში.

ბოიკოს ინფორმაციით, უკრაინის გენპროკურატურის მთავარ საგამოძიებო კომიტეტში ჩატარებული ჩხრეკები გუზირმა დააკვალიფიცირა, როგორც სახელმწიფო შენობის მართლსაწინააღმდეგოდ დაკავება.

ჟურნალისტის ინფორმაციის თანახმად, პროკურორების კაბინეტებში ჩხრეკა საყვარელიძემ ყოველგვარი კანონიერების საფუძვლების გარეშე განახორციელა, მათ შორის არც გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, გუზირისთვის უცნობებია, არამედ ოპერაცია ჩაატარა მხოლოდ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ ვიღაცას სურდა ქრთამის სახით კორნიცას მეშვეობით 200 ათასი დოლარი გადაეხადა კონკრეტული საქმის დასახურად.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ