სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამინისტრო ადასტურებს, რომ 1980 წელს დაბადებულმა დ.თ.-მ, რომელიც განთავსებული იყო 6-კაციან საკანში, საპირფარეშოში, წინასწარი მონაცემებით, სუიციდი განახორციელა. გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს.

"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით. მიმდინარეობს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვალების ფაქტი ეცნობა მოცემული ბრალდებულის ოჯახის წევრებს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ