საქართველოს მიერ ძებნილი პირი ბულგარეთში დააკავეს

საქართველოს მიერ ძებნილი პირი ბულგარეთში დააკავეს

თბილისისა და სოფიის ინტერპოლის ბიუროების ერთობლივი საქმიანობის შედეგად, ბულგარეთის რესპუბლიკაში, სილისტრაში 1971 წელს დაბადებული ზაზა ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

2009 წლის 27 სექტემბერს ზაზა ბ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით მოქალაქეს ცივი იარაღით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნული პირის ბულგარეთის რესპუბლიკაში დაკავების შესახებ თბილისის ინტერპოლის ბიურომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას აცნობა. აღნიშნული უწყებების მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე ხსენებული პირის მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ