შსს ივნისის თვის და იანვარ-ივნისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შსს ივნისის თვის და იანვარ-ივნისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ივნისის თვის და იანვარ-ივნისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სტატისტიკა ასახავს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე. კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.

2015 წლის ივნისი, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება:

2015 წლის ივნისის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 3089 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1386 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.87%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა - 0.87%.

2015 წლის ივნისი, შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით:

2015 წლის ივნისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2016 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1203 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 59.67%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +0.70%.

მატება ძირითადად განპირობებულია სსკ 1261 მუხლით "ოჯახში ძალადობა" (+87.23%) და 236 მუხლით "ცეცხლსასროლი იარაღის, (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება" (+171.43%) გათვალისწინებულ რეგისტრირებულ დანაშაულთა ხარჯზე.

2015 წლის იანვარ-ივნისი, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება:

2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 17434 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9772 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა - 4.93%.

2015 წლის იანვარ-ივნისი, შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით:

2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 12205 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 8137 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.67%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა - 5.25%.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ