"წინასწარ არის გადაწყვეტილი, რომ ამ ზაფხულს მიუსაჯონ" - რატომ აღარ იცავს ბექა ბასილია უგულავას უფლებებს და რა კავშირშია ამ ფაქტთან ჟვანიას საქმე

"წინასწარ არის გადაწყვეტილი, რომ ამ ზაფხულს მიუსაჯონ" - რატომ აღარ იცავს ბექა ბასილია უგულავას უფლებებს და რა კავშირშია ამ ფაქტთან ჟვანიას საქმე

ბექა ბასილია გიგი უგულავას ადვოკატი აღარ არის. ambebi.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბასილიას აცილების მოთხოვნით, მოსამართლეს გიგი უგულავამ უკვე მიმართა და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. გავრცელებული ინფორმაციით, უგულავას და ბასილიას თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი ზურაბ ჟვანიას საქმე გახლდათ. ბექა ბასილია უგულავას პარალელურად ჟვანიას დაცვის უფროსს კობა ხარშილაძის უფლებებსაც იცავს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ბექა ბასილიას დავუკავშირდით.

- ბექა, რატომ აღარ იცავთ გიგი უგულავას უფლებებს?

- როგორც მოგეხსენებათ რიყის და თბილსერვისის ეპიზოდზე უკვე სამი წელია მიმდინარეობს სასამართლო, პროკურატურას ერთი წელი და რვა თვე ჰქონდა საკუთარი მტკიცებულებების გამოსაკვლევად. ახლა, როცა მოვიდა დასკვნითი სიტყვის მომზადების დრო, ხდებოდა სასამართლო პროცესების დაჩქარება, იმიტომ რომ როგორღაც დაკმაყოფილებული იქნას პროკურატურის მოთხოვნა და გიორგი უგულავას მიუსაჯონ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ველოდებით მის გათავისუფლებას, რაც პროკურატურას და სასამართლოს არ უნდათ. ამის პარალელურად დამეწყო ნაფიცი მსაჯულების სასამართლო სხდომა კობა ხარშილაძის საქმეზე, ვითხოვე დამატებითი დრო, რაზეც უარი მივიღე. წინასწარ არის გადაწყვეტილი, რომ გიგი უგულავას ამ ზაფხულს მიუსაჯონ. ობიექტურად რა დროც მჭირდებოდა მოსამზადებლად ის არ მომეცა, ამიტომ მივიღეთ მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ეს გადაწყვეტილება.

- ვინ იცავს ახლა უგულავას უფლებებს?

- ახლა მოხდება ახალი ადვოკატის შერჩევა, რომელიც მოცემულ საქმეებზე განახორციელებს გიგი უგულავას დაცვას.

თამარ ბოჭორიშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ