საკადრო წმენდა გურიის პოლიციაში - უწყებიდან გიორგი მდინარაძის კადრებს უშვებენ

საკადრო წმენდა გურიის პოლიციაში - უწყებიდან გიორგი მდინარაძის კადრებს უშვებენ

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო პოლიციაში ყოფილი უფროსის გიორგი მდინარაძის კადრების გათავისუფლება დაიწყო.

შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ბაკურაძე, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი და ჩოხტაურის რაიონული სამმართველოს უფროსი ირაკლი შავიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული პიროვნებები თანამდებობაზე მდინარაძემ დანიშნა და დღემდე მისი გუნდის წევრებად ითვლებოდნენ. უფრო მეტიც, ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსი ირაკლი შავიშვილი მდინარაძის ნათესავია.

როგორც "გურია ნიუსის" წყარო ამბობს, ბაკურაძის, გაფრინდაშვილის და შავიშვილის გათავისუფლება სამმართველოს ახალ უფროსს გუშინ მოსთხოვეს.

"გუშინ შსს სამინისტროში შსს გურიის სამახრეო მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი კობა ცერცვაძე სასწრაფოდ გამოიძახეს და აღნიშნული პიროვნებების გათავისუფლების შესახებ ბრძანებების დაწერა მოთხოვეს", - ამბობს გამოცემის წყარო.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ