გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება

გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

როგორც მოსამართლე გერმანე დადაშექელიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მან გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნები და ოქროპირიძე რჩება პატიმრობაში.

ამასთან, სხდომაზე მოხდა მცირე შელაპარაკება. პატიმრის დედა ცირა გოდერძიშვილმა მოსამართლე უკანონო გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მოსამართლემ მას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ცირა გოდერძიშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი არის პოლიტიკური პატიმარი და მოსამართლეზე განხორციელდა ზეწოლა.

"მათ შეეძლოთ, გუშინვე გამოეტანათ გადაწყვეტილება. მოსამართლეზე პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა. ჯალათებს უნდა ეწოდოთ ჯალათების სახელი, ცრუ დასმენა არ არის, როდესაც ადამიანს აწამებენ. გამოდის, რომ სახალხო დამცველის პრევენციის მექანიზმი იტყუება. ერთი კადრი მაინც ამოეღოთ, რომ გიორგი ოქროპირიძე იტყუება, მის საკანში 11 თვის განმავლობაში არის სათვალთვალო კამერები. ეს არის პოლიტიკური დევნა, ღარიბაშვილის და თეა წულუკიანის მიერ შეკვეთილი განაჩენი. ოქროპირიძე ნომერ პირველი პოლიტიკური პატიმარია", - განაცხადა ციტა გოდერძიშვილმა.

გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ამ საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ამის შემდეგ, ოქროპირიძეს ცრუ დასმენის ბარლდება წაუყენეს, რაზეც პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ