"არ მაქციოთ მკვლელად" - ტერორიზმისთვის გასამართლებული ალექსანდრე ჭუმბურიძე იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა

"არ მაქციოთ მკვლელად" - ტერორიზმისთვის გასამართლებული ალექსანდრე ჭუმბურიძე იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა

46 წლის ალექსანდრე ჭუმბურიძემ ტერორიზმის ბრალდებით ციხეში 6 წელი გაატარა. ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ ბრალი შეთითხნეს და გისოსებს მიღმა უდანაშაულოდ გამოკეტეს. მოგვიანებით პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა ციხე. აცხადებს, რომ წლებია, სამართალს ვერ პოულობს. როგორც ათასობით ადამიანი, ისიც პროკურატურისგან იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა. მისი მტკიცებით, დასჯის ნაცვლად უმძიმესი დამნაშავეები ციხიდან გამოვიდნენ და დღეს ქუჩაში დადიან.

ალექსანდრე ჭუმბურიძე:

- უმძიმესი პერიოდი გავიარე, რისი დავიწყებაც ჩემთვის წარმოუდგენელია. 2006 წლის 8 სექტემბერს დამაკავეს. თითქოს "ნაცმოძრაობის" ოფისის აფეთქებას ვაპირებდი. იმდენად აბსურდული იყო ბრალდება, შოკში ჩავვარდი, ამას წინ უძღოდა იგორ გიორგაძის პარტიის წევრების დაკავება. ჩემი დაკავება კი ამ საქმის გაგრძელება იყო.

- რა კავშირი გქონდათ გიორგაძესთან?

- უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ვარ. ვიყავი იგორ გიორგაძის მამასთან, პანტელეიმონ გიორგაძესთან, მათი ოჯახის ყველა წევრს კარგად ვიცნობდი. ჩემი დაკავება სწორედ ამიტომ მოხდა, უნდოდათ მეთქვა, თითქოს გიორგაძემ დამავალა "ნაციონალების" ოფისის აფეთქება. ჩემს დასაკავებლად ჩემი ძველი მეგობარი, ყოფილი ძალოვანი გამოიყენეს. იმ დღეს გელა აბრამიშვილმა დამირეკა, მითხრა, რომ ფული ჰქონდა ასაღები და გავყოლოდი. დავთანხმდი, ტაქსი გავაჩერეთ და წავედით. გზაში ძალიან აქტიურობდა, თითქოს სახლს ვერ პოულობდა, როგორც ჩანს, ძალოვანების გამოჩენას ელოდა და ასე იმიტომ ცქმუტავდა. ამ დროს დაგვაკავა პოლიციამ. მერე ამბობდნენ, ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, რომ ასაფეთქებლად მიდიოდითო. ჩემი მეგობარი იქიდან გაიქცა, მანქანაში პარკი დატოვა, ძალოვანები ამბობდნენ, რომ ტაქსიში-ტროტილი იდო. მაშინვე ვთქვი, ვისთან ერთადაც ვიყავი, მოგვიანებით ისიც მოიყვანეს განყოფილებაში, მაგრამ კატეგორიულად უარყო, პარკი ჩემი არ არისო, ის გაუშვეს, მე კი დამტოვეს ციხეში. ტაქსის მძღოლიც ამბობდა, რომ პარკი მეორეს ეჭირა ხელში, მაგრამ მე დამადანაშაულეს და 10 წელი მომისაჯეს. აქედან 6 წელი საშინელ ჯოჯოხეთში გავატარე. დაკავების დღიდან სამი დღე ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ახდენდა ჩემზე ზეწოლას, მცემეს, ითხოვდნენ მეღიარებინა, თითქოს იგორმა დამიკვეთა, მაგრამ რაც არ იყო, იმას როგორ ვიტყოდი, ვერ გამტეხეს. შემდეგ ქურდების საკანში გადამიყვანეს, ეგონათ ისინი გამისწორდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, როცა მათ ყველაფერი გულწრფელად მოვუყევი, დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, მეუბნებოდნენ არ გატყდეო. ეს გზა რომ არ გამოადგათ, მერე ყოფილ ძალოვანებთან გადამიყვანეს საკანში.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ