გამნაღმველები ასაფეთქებელ მოწყობილობას BMW-ს მარკის ავტომობილში ეძებდნენ

გამნაღმველები ასაფეთქებელ მოწყობილობას BMW-ს მარკის ავტომობილში ეძებდნენ

გამნაღმველები თამარ მეფის გამზირზე, "დანიურ სახლთან" ასაფეთქებელ მოწყობილობას BMW-ს მარკის ავტომობილში ეძებდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ავტოსადგომის მეთვალყურემ განუცხადა, მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის საელჩო მდებარეობს. საელჩოს თანამშრომლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მანქანა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თამარ მეფის გამზირზე იდგა, საეჭვო წარმომავლობის იყო.

"საელჩოს თანამშრომლებმა გამოიძახეს პატრული, რადგან ამ ტერიტორიაზე შემოსული ყველა მანქანა აღირიცხება და მათ აქვთ ინფორმაცია, რა სანომრე ნიშნის ავტომობილები ჩერდება აქ. გუშინ ღამის 23:00 საათზე ამ ავტოსადგომზე გაჩერდა BMW-ს მარკის ავტომობილი, რომლის მეპატრონეც არც ამ დილით გამოჩნდა. საელჩოს თანამშრომლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა ეს ავტომობილი საეჭვო ყოფილიყო და გამოიძახეს საპატრულო პოლიციისა და გამნაღმვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც მანქანა შეამოწმეს და მასში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა", - განაცხადა ავტოსადგომის მეთვალყურემ.

საეჭვო მანქანა და ცრუ განგაში ნაღმის არსებობის შესახებ თამარ მეფის გამზირზე

მისივე თქმით, პატრულის თანამშრომლებმა მიიყვანეს მანქანის მძღოლი, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მანქანა სწორედ ამიტომ დატოვა ამ ტერიტორიაზე. ამასთან, აღნიშნული ფაქტის გამო, დაახლოებით ერთი საათით გადაკეტილი იყო თამარ მეფის ხიდი და მიმდებარე ტერიტორია. მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

სამართლდამცავებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ