ოთო კახიძე - ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

ოთო კახიძე - ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

ადვოკატ ოთო კახიძის ინფორმაციით, ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კახიძემ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ინტერპოლს 2014 წლის აგვისტოში მიმართა და ყოველი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ დამატებით მასალებს აგზავნიდა.

"საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა ინტერპოლი, რომ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინა. ამავე დროს, ადვოკატები ვაწარმოებდით მიმოწერას ინტერპოლთან და ვთხოვდით, რომ არ გაეთვალისწინებინა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციას, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, პოლიტიკური ნიშნით დევნა დაუშვებელია. ინტერპოლმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც ჩვენ გვეცნობა და უახლოეს ხანებში შესაბამის ოფიციალურ წერილს გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა კახიძემ.

მისივე ინფორმაციით, ინტერპოლმა წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში დააგზავნა შეტყობინება, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა ინტერპოლის კონსტიტუციასა და ნორმებს ეწინააღმდეგება. ასევე, განადგურებას ექვემდებარება ყველა ფაილი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლში მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით გააგზავნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ