განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო პროცედურების გავლის დროს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რაზმიკ ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 1,2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 30 ცალი საბრძოლო ვაზნა კანონსაწინააღმდეგოდ საკუთარი ავტომობილით შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ავტომობილის დათვალიერებისას 30 ცალი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 271,08 გრამ კანაფის ფისს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ