შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1988 წელს დაბადებული დავით ბ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გორში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა გორში, მისივე კუთვნილ ავტომანქანაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ