"ყველა კრიმინალი დაბრუნდება და პასუხს აგებს" - სოზარ სუბარი კეზერაშვილსა და სააკაშვილზე

"ყველა კრიმინალი დაბრუნდება და პასუხს აგებს" - სოზარ სუბარი კეზერაშვილსა და სააკაშვილზე

"დარწმუნებული ვარ, რომ კეზერაშვილიც, სააკაშვილიც, ადეიშვილიც და ყველა კრიმინალი დაბრუნდება და პასუხს აგებს ქართული სასამართლოს წინაშე", - ეს განცხადება დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა "რუსთავი 2"-თან პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა, რომლის თანახმადაც უწყება კიდევ ერთხელ მიმართავს ინტერპოლს მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის ძებნილთა სიაში ჩასმას მოითხოვს.

სოზარ სუბარის თქმით ეს ადამიანები სასჯელს ე.წ. მატროსოვსა თუ სხვა დაწესებულებებში მოიხდიან.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც აცხადებს, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

"მე ეს ერთი კვირა მათთვის არ მეცალა ნამდვილად", - აცხადებს ხიდაშელი.

გარდაბანში მოხუცი ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობისთვის, მათივე ნათესავი დააკავეს - შსს-მ 2019 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა

"ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მკვლელობაზე

ახალი დეტალები მარტყოფის მკვლელობაზე - "მოკლული და მეორე პირი მონასტერს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდნენ"