გერმანიაში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფი, თხუნელების ბანდა დააკავეს - ამოღებულია 400 000 ევრო

გერმანიაში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფი, თხუნელების ბანდა დააკავეს - ამოღებულია 400 000 ევრო

გერმანიაში ექვსი ქართველისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი, ე.წ. თხუნელების ბანდა დააკავეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "ბილდი" იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, დაკავება გასულ კვირას მოხდა.

გამოცემა დაკავებულების ფოტოებსაც ავრცელებს. მათ შორის არიან მამუკა მ. (42), გიორგი ა. (35), ირაკლი კ. (29), სერგო მ. (49), კახაბერ დ. (30) და ვიაჩესლავ ი. (42). ისინი ძვირფასეულობის მაღაზიების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.

საქმეს ქალაქ კიოლნის პოლიცია იძიებს. დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი ირაკლი კ.-ა, რომელიც პოლიციისთვის უცხო არ არის. მან უკვე მოიხადა ქურდობისთვის ორწელიწადნახევრიანი სასჯელი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ